05 ოქტომბერი. 2022
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერისტეტის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლები, ასევე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გადასცა.
სტუ ინსტიტუტი „ტალღა“-ს მეცნიერ თანამშრომელს დოქტორ სამსონ ფაღავას გადაეცა ოქროს მედალი, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერს.
24-26 ივნისი. 2022
ინსტიტუტი „ტალღა“-ს თანამშრომლები პერმანენტულად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერერენციებსა და ფორუმებში. ნ. ფოკინამ, ს. ფაღავამ, მ. მეცხვარიშვილმა, კ. გორგაძემ, შ. დეკანოსიძემ, ი. კალანდაძემ, შ. ხიზანიშვილმა მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი“-ს 100 წლის იუბილისადმი მიძვნილ საერთაშორისო კონფერენციაში „მულტიდისციპლინური სამეცნიერო კვლევების გლობალური პრაქტიკა“, რომელიც გაიმართა 2022 წლის 24-26 ივნისს ქ. თბილისში. კონფერენციაზე წარდგენილი იყო მასალები ორი თემატიკის ირგვლივ. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები, ხოლო მ. მეცხვარიშვილმა სექტორის ხელმძღვანელობისათვის მიიღო მადლობა და სერთიფიკატი.
International Conference on Global Practice of Multidisciplinary
Scientific Studies Dedicated to the 100th Anniversary of
“GEORGIAN TECHNICAL UNIVERSITY – GTU”
https://www.sciencegeorgia.com/tbilisi
June 24-26, 2022 / Tbilisi, Georgia
PROCEEDINGS BOOK
https://www.sciencegeorgia.com/_files/ugd/614b1f_f7db508ed7c941ab968a8fa64614a184.pdf
Oral reports:
1. DETERMINATION OF RADON CONCENTRATIONS IN SOME DISTRICTS OF TBILISI
Magda Metskhvarishvili (https://orcid.org/0000-0002-1318-529X), Samson Pagava, Kakha Gorgadze, Shorena Dekanosidze, Iamze Kalandadze, Shorena Khizanishvili, Manana Beridze. p.p.998-1002
2. PURE SUPERRADIANCE AT THE INHOMOGENEOUS BROADENING OF INVERTED TRANSITIONS OF SPIN-TRIPLET STATES
Natasha Fokina, Maia Elizbarashvili. p.p. 437-447
Proceeding IKSAD GLOBAL PUBLISHING HOUSE Issued: 30.07.2022
თანამშრომელთა მოტივაცია:
2016
მეცნიერ თანამშრომელი შორენა ხიზანიშვილი მივლინებული იყო საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში ტრენინგზე „ქართული ინოვაციები და გამოგონებები ბიზნესისთვის“. 05.07.2016
და
სასწავლო კურსზე „სახიფათო ნარჩენების ტრანსპორტირების,
გამოყენების და შენახვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“ ორგანიზებული ორგანიზაციის „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ მიერ. 16-23.02.2016.

