პროექტები

პროგრამული დაფინანსებით გათვალისწინებული სამეცნიეროკვლევითი პროექტი

(სამეცნიეროკვლევითი მუშაობის გეგმა)

ჟანგბადის გენერატორი

(თერმოდინამიკა)

პერიოდი: 2019-2024

ხელმძღვანელი: კ. გორგაძე

იდეის წარმოდგენა და გამოსაცდელი დანადგარის სქემის შედგენა.

ჟანგბადის მიღების ელექტროქიმიური მეთოდების და ლიტერატურის მიმოხილვა.

ოპტიმალური სქემის შემუშავება.

სქემის მიხედვით დანადგარის აწყობა და მისი გამოცდა.

იდეა:

2019 წლის მიწურულს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მსოფლიოს შეატყობინა ვირუსის ახალი შტამის SARS-COV-2 ანუ  COVID-2 მძიმე ეპიდემიური დაავადების გამოწვევის გავრცელების შესახებ.

დღესდღეობით ეპიდემიამ მოიცვა ფაქტიურად მთელი მსოფლიო. დაავადებულთა 30%-ს ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია. დაავადება მიმდინარეობს მძიმედ, პნევმონიისა და სუნთქვითი უკმარისობის თანხლებით და სხვა ქრონიკული დაავადებების გააქტიურებით. ამის შედეგად ჟანგბადის დონე ეცემა სიცოცხლისათვის საშიშ მაჩვენებლამდე. ამიტომ, განსაკუთრებით  უნდა მიექცეს ყურადღება სუნთქვითი ორგანოების მხრიდან წარმოჩენილ პრობლემებს. ისინი მიუთითებენ იმაზე, რომ ფილტვები ვერ უზრუნველყოფენ სისხლის ჟანგბადით მომარაგებას და შესაბამისად ხდება ჟანგბადის მიმართ მგრძნობიარე ორგანოების მუშაობის დარღვევა. ამიტომ, კორონა ვირუსის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში ნომერ პირველი მოქმედება არის დავეხმაროთ ორგანიზმს სუნთქვითი ფუნქციის აღდგენაში. ამისათვის გამოიყენება ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები, ჟანგბადის ბალიშები და სამედიცინო ჟანგბადის კონცენტრატორები, იმისათის, რომ შენარჩუნდეს სატურაციის საჭირო დონე. ჟანგბადი ასევე უზრუნველყოფს ორგანიზმის დაზიანებული ქსოვილების ინტენსიურ რეგენერაციას.

ფილტვების ვენტილაციის აპარატების და O2 კონცენტრატორების უამრავი მოდელის არსებობის მიუხედავად, მათ გააჩნიათ მთელი რიგი ნაკლოვანებები. ესენია მათი დიდი გაბარიტები და სიძვირე. ისინი ჟანგბადს აწარმოებენ ატმოსფერული ჰაერიდან. გადასატან დანადგარებს აქვთ მცირე წარმადობა და დამოკიდებულნი არიან ელექტროენერგიის სტაბილურ მიწოდებაზე. ამიტომ, ჩვენს მიერ დასმული ამოცანა მდგომარეობს შემდეგში: შევქმნათ ჟანგბადის ავტონომიური გენერატორი, რომლის მოქმედების პრინციპი დამყარებლი იქნება მცირე კონცენტრაციის ელექტროლიტის ელექტროლიზის პრინციპზე, რის შდეგადაც, გამოიყოფა წყალბადის და ჟანგბადის ნარევი ე.წ. „ბრაუნის გაზი“ ან „მგვრგვინავი აირი“ შემადგენლობის მიხედვით H2 და O2, მიღებული O2-ის რაოდენობა დამოკიდებული იქნება მოხმარებულ სიმძლავრეზე, ელექტროლიტის და ელექტროდების მასალაზე, გამოყენებულ კატალიზატორზე. კონცენტრატორებში გამოყენებულ ცეოლითის შემცველი ძვირადღირებული გრანულების და ფილტრების ნაცვლად ელექტროლიზის აპარატში სწორად შერჩეული მუშა მასალების შემთხვევაში საჭირო იქნება მხოლოდ გამოხდილი წყლის დამატება მუშაობის პროცესში.

სწორი ექსპლოატაციის შემთხვევაში ელექტროლიზიორში წარმოქმნილი H2 არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ის რეზინის დრეკადი მილით გადის შენობის გარეთ და უბრალოდ ერევა ატმოსფეროს.

               მიღებული O2 შეიძლება გამოყენებული იქნას ჩვეულებრივი წესით ჟანგბადის ნიღაბში სასუნთქად. ასევე, ჟანგბადის კოქტეილების დასამზადებლად და სპეციალური ოზონატორის საშუალებით მოხდეს მისი იონიზაცია და მისგან მიღებული იონური ქარის გამოყენებით მივიღოთ ტყის ჰაერის ეფექტი და მოხდეს ჯანმრთელი ადამიანის რელაქსაციის პროცესი.

2019 წელი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილია ორი პროექტი ფუნდამენტალური კვლევების მიმართულებით:

1. “სპინტრიპლეტური მდგომარეობების ანიზოტროპული დინამიკა, გამოწვეული სუსტი ცვლადი მაგნიტური ველისა და მესერის ზემოქმედების შედეგად, ნულოვან და არანულოვ ან მუდმივ მაგნიტურ ველებში” ხელმძღვანელი ნატალია ფოკინა. რეგისტრაცია 02.07.2019 ნომრით FR-19-3591.  

2. „რადონის მონიტორინგი და ჯანმრთელობის რისკების შეფასება თბილისში“. ხელმძღვანელი სამსონ ფაღავა რეგისტრაცია 02.07.2019# FR-19-9025.